შოკოლადის ორცხობილა
ინგრედიენტები:
- 120გ ფქვილი
- 250გ კარაქი
- 1/2 ჭიქა გახეხილი შოკოლადი
- 60გ კართოფილის სახამებელი
- 100გ შაქრის პუდრა
მომზადება:
- დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე, თანდათანობით დავუმატოთ შოკოლადი და ერთმანეთში შერეული ფქვილი და სახამებელი. ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ რგოლები, გადავიტანოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ტაფაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.