შებოლილი ქათმის ხორცის სალათა
ინგრედიენტები:
- 250 გ შებოლილი ქათმის ხორცი
- 2 ცალი კიტრი
- 1 თავი ხახვი
- 1/2 ჭიქა მაიონეზი
- 4 ცალი მოხარშული კვერცხი
- 1 ქილა დაკონს. სიმინდის მარცვლები
- 4 ს/კ ძმარი
- მწვანილი
მომზადება:
- ხახვი დავჭრათ ღერებად და მარინადი მოვამზადოთ ძმრით.
- კვერცხი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ ღერებად დაჭრილი კიტრი, სიმინდის მარცვლები, კუბიკებად დაჭრილი ქათმის ხორცი და დავასხათ მაიონეზი.
- სუფრაზე მიტანის წინ მოვრთოთ წვანილით.