თხილის ნამცხვარი
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1 ს/კ არაჟანი
- 2 ს/კ გახეხილი ლიმონის ცედრა
- 1 ჭიქა დაქუცმაცებული თხილი
- 1 ს/კ ვანილიანი შქარი
- 200გ შაქარი
- 2 კვერცხი
- 2 ს/კ თაფლი
- 2 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
- 2 ს/კ შაქრის პუდრა
მომზადება:
- დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად ფაფუკი მასის მიღებამდე, დავუმატოთ სათითაოდ კვერცხი, შემდეგ არაჟანი, თაფლი, ლიმონის ცედრის ნაწილი და კარგად მოვურიოთ.
- შემდეგ დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და სწრაფად მოვზილოთ ცომი. ფოპრმაზე დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, დავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში. მომზადებული ბისკვიტი გავაცივოთ და გავჭრათ ჰორიზონდალურად შუაზე.
- შიგთავსის მოსამზადებლად გაცივებული ნაღები ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან და ვანილიან შაქართან ერთად.
- მიღებული მასის 1/4 დავიტოვოთ გასაფორმებლად, დარჩენილ 3/4 შევურიოთ დაქუცმაცებული მოხალული თხილის უმეტესი ნაწილი. ბისკვიტის ერთ ფენას წავუსვათ ნაღებისა და თხილის ნარევი, ზემოდან დავაფაროთ მეორე ფენა, მსუბუქად დავაწვეთ და მოვრთოთ დარჩენილი 1/4 ნაღებისა და თხილის ნარევით. ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი ლიმონის ცედრა, გვერდებზე თხილი. მაგიდაზე მიტანამდე მაცივარში გავაჩეროთ 5-6 საათით.