სალიანკა ქართულად
ინგრედიენტები:
- 1კგ ღორის ხორცი
- 250გ ბულგარული წიწაკა
- 250გ კიტრის მწნილი
- 50გ ცხიმი (ცხოველური)
- 50გ ქინძი
- 50გ რეჰანი
- 1 ჩ/კ პილპილი
- 250გ ხახვი
- 250გ პამიდორი
- 100გ ტომატი
- 3-4 კბილი ნიორი
- 50გ ოხრახუში
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 /კ ხმელი სუნელი
მომზადება:
- ღორის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, შევწვათ ცხიმში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კიტრს გავაცალოთ კანი, დავჭრათ კუბიკებად და გავაჩეროთ თავისსავე მარილ-წყალში 10-15 წუთის განმავლობაში. მომზადებულ ხორცს დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ტომატი, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, კიტრი, დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ნიორი და შევაცხელოთ.