ტირამისუ ჭიქაში – მარტივი რეცეპტი



მის მოსამზადებლად აუცილებელი არ არის ძვირად ღირებული ყველის "მასკარპონეს" გამოყენება. საკმარისი იქნება არაჟანი და ცხიმიანი ნაღები.

მომზადება:

•ნაღები - 80 გ
•არაჟანი - 50 გ
•მარწყვი ან ჟოლო - 20 გ
•ხსნადი ყავა - 200 მლ

•კვერცხის გული - 1 ცალი
•კაკაო - 5 გ
•კონიაკი - 20 გ
•შაქრის პუდრა - 100 გ
•სავოიარდის ბისკვიტი - 50 გ


    ინგრედიენტები:

    •თავდაპირველად ათქვიფეთ ბლენდერში ნაღები (შეგიძლიათ იქვე დაუმატოთ მარწყვი ან ჟოლო), შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და კიდევ ათქვიფეთ. მიიღებთ სქელ კრემს.
    •დაუმატეთ შაქრის პუდრასთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული და ყველაფერი ერთად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
    •სავოარდის ბისკვიტები დაასველეთ ხსნად ყავასა და კონიაკში. ჭიქაში ჩადეთ ერთი სუფრის კოვზი კრემი, შემდეგ 1 ცალი გაგრილებულ ყავაში დასველებული ბისკვიტი. დაადეთ ზემოდან დარჩენილი კრემი, ზემოდან კი - კვლავ სავოარდის ბისკვიტი, შემდეგ მოასწორეთ კვლავ კრემით. შედგით ჭიქა მაცივარში რამდენიმე საათით, სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ კაკაო და ნებისმიერი დაჭრილი ხილი. სასურველია კენკრა, ბანანი ან მარწყვი.