,,ნაპოლეონი" მარწყვით
ინგრედიენტები:
- 300გ ფქვილი
- 200გ მარგარინი
- 1/2 ქილა შესქელებული რძე
- 1/2 ჭიქა მარწვის პიურე
- 200გ არაჟანი
- 1 ჭიქა წვეილად დაჭრილი ნიგოსი (სურვილისამებრ)
- 70გ მარწყვი
- მომზადება
- 200გ კარაქი
- ვანილიანი შაქარი
მომზადება:
- ერთმანეთს შევურიოთფქვილი და მარგარინი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავუმატოთ არაჟანი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი დავყოთ 8 თანაბარ ნაწილად, დავამრგვალოთ და გავაცივოთ მაცივარში.
- ცომი გავაბრტყელოთ თანაბარი დიამეტრის თხელ ფირფიტებად, გამოვაცხოთ ღუმელში წყლით დასველებულ ფორმაზე 250 გრადუს ტემპერატურაზე ოქროსფერ შეფერილობამდე და გავაცივოთ. კრემის მოსამზადებლად კარაქი ავთქვიფოტ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, თანდათანობით დავუმატოტ შესქელებული რძე, ბოლოს დავუმატოთ ვანილიანი შაქარი და შევურიოთ მარწყვის პიურე
- ნამცხვრის ფირფიტებს წავუსვათ მომზადებული კრემი და დავაწყოთ ერთმანეთზე. გვერდებზე და ზემოდან წავუსვათ მომზადებული კრემი, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და მოვრთოთ მარწყვით.