ქათმის შნიცელი


ინგრედიენტები:

  • 200გ ქათამი
  • პილპილი გემოვნებით
  • 1 კვერცხი
  • ლიმონის ნაჭერი
  • 30გ სალათის ფურცელი
  • 1 მოხარშული კვერცხი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ საფანელი
  • 1 ცალი ანჩოუსი
  • 3გ მარილი

მომზადება:

  • ქათმის ფილეს გავაცალოთ კანი, დავჭრათ სიგრძივ, დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში, ათქვეფილ კვერცხში და მოვაყაროთ პურის ნაფხვენი. ქათმის ხორცი შევწვათ კარაქში.
  • მაგიდასთან მიტანის დროს შნიცელი მოვრთოთ გახეხილი კვერცხით. თეფშის შუაში მოვათავსოთ ლიმონის რგოლი, ხოლო მასზე დავდოთ ლოკოკინას ფორმის მსგავსად შეხვეული ანჩოუსის ფილე. 
  • გარნირად მივიტანოთ კარტოფილის პიურე და სალათა.