თევზის კატლეტი იაპონურად

ინგრედიენტები:

150გ თევზის ფილე
5გ სოიოს სოუსი
5გ ღვინო
შაქარი
მარილი
1 კვერცხი
10გ მცენარეული ზეთი
5გ სიმინდის ფქვილი
პილპილი

მომზადება:

თევზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ სიმინდის ფქვილი, კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, ღვინო და ცილაში ათქვეფილი შაქარი.
შემდეგ მოვასხათ სოიოს სიუსი, კარგად ავურიოთ, დავყოთ მცირე ზომის გუნდებად და შევწვათ ცხიმიან ტაფაზე ორივე მხარეს. კატლეტი დავაწყოთ მწვანე სალათის ფოთლებით მორთულ ფართო თეფშზე და მაგიდასთან მივიტანოთ ცივად.