იმერული ხაჭაპური
ინგრედიენტები:
- 1 კგ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 2 ჩ/კ მაწონი
- 700 გ იმერული ყველი (ნაკლებ მარილიანი)
მომზადება:
- მოვზილოთ ცომი მაწვნითა და კვერცხით. გავაჩეროთ ორი საათით ასაფუებლად. ცომი გავყოთ ხუთ ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, დავადოთ დაფშვნილი ყველი, მოვუკრათ თავი და გამოვაცხოთ გაზქურაში.