მაკარონის სალათა ,,იტალიურად"
ინგრედიენტები:
- 200გ მოხარშული ქათმის ხორცი
- 100გ ზეთისხილი (უკურკო)
- 1 ბულგარული წიწაკა
- 2 პამიდორი
- 35გ მაკარონის ნაწარმი
- 3 მოხარშული კვერცხი
- 2 ჭიქამაიონეზი
- მწვანე სალათა
- მარილი
მომზადება:
- მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავწუროთ და გავაციოთ. ხორცი დავჭრათ პატარა კუბიკებად, პომიდორი, კვერცხი, წიწაკა, ზეთისხილი უფრო დიდ კუბიკებად. მომზადებულ პროდუქტებს მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ მწვანე სალათის ფოთლებზე და ზემოდან მოვასხათ მაიონეზი.