ორაგულის ღვეზელი
ინგრედიენტები:
- 500გ ორაგული
- 150გ მარგარინი
- 2 თავი ხახვი
- 2 ს/კ კარაქი
- 300გ რძე
- დაჭრილი ოხრახუში
- 200გ ფქვილი
- 2-3 ს/კ წყალი
- 75გ ყველი
- 3 კვერცხი
- 1/4 ჩ/კ პილპილი
- მარილი
მომზადება:
- ერთმანეთში შევურიოთ წვრილად დაჭრილი მარგარინი, ფქვილი, დავუმატოთ წყალი, სწრაფად მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ მაცივარში 1 საათით. ხახვი დავჭრათ წვრილად, შევწვათ კარაქში და გავაცივოთ. ორაგული დავჭრათ კუბიკებად, შევურიოთ შემწვარი ხახვი, გახეხილი ყველი, პილპილი, მწვანილი და მარილი. ცომი გავაბრტყელოთ, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში. ცომზე დავაწყოთ მომზადებული თევზის ნარევი, დავასხათ რძეში ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, ოქროსფერი ქერქის წარმოქმნამდე.