სალათა ,,ბერძნული"


ინგრედიენტები:

  • 2 ცალი პამიდორი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/2 კიტრი
  • 50გ ზეთისხილი
  • 1 ს/კ 3% ძმარი 
  • 1/2 ჩ/კ შაქარი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 20გ მწვანე სალათის ფოთლები
  • 100გ ყველი
  • პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება:

  •  ხახვი, წიწაკა და კიტრი დავჭრათ ღერებად. ნიორი დავჭრათ წვრილად, პომიდორი და ყველი მსხვილ კუბიკებად, ზეთისხილი რგოლებად, მწვანე სალათა ზოლებად. ცალკე მოვამზადოტ სოუსი.
  • სოუსის მოსამზადებლად : 2 სუფრის კოვზ წყალს დავუმატოთ მარილი, შაქარი, პილპილი, ზეთი და ავურიოთ. 
  • დაჭრილი ბოსტნეული და ყველი ერთმანეთს შევურიოთ, დავასხათ მომზადებული სოუსი და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.